გაკვეთილები

ჩა                ღია     გაკვეთილის   გეგმა--კონსპექტი

                        ბიოლოგიაში
                      
                      X      კლასი

მასწავლებელი:   ლელა  ინასარიძე

                                            2014—2015  სასწ.  წელი

გაკვეთილის  თემა:   ფოთლის  აგებულება.   მცენარის  სუნთქვა
                                      და  ფოტოსინთეზი
შედეგი:         მოსწავლეს  შეუძლია  იმსჯელოს  ფოტოსინთეზზე 
                         როგორც  მცენარეული  ბიომასის  წარმომქმნელ  
                        საკვანძო   პროცესზე
ინდიკატორი:      იკვლევს  მზა  მონაცემების  ანალიზის     საფუძველზე    გარემო               ფაქტორების  გავლენას ფოტოსინთეზისპროცესზე.
მიზანი:            მოსწავლე  შეისწავლის  ფოთლის   უჯრედულ   აგებულებას    და  მის   მნიშვნელობას    ფოტოსინთეზის   პროცესში.    განასხვავებს   ფოტოსინთეზის   და   სუნთქვის   პროცესებს.
                      მოსწავლეს  განუვითარდება   წარმოსახვის,    აღწერის,  შედარების,   კომუნიკაციის,    თანამშრომლობის,  ანაკიზის    უნარ-ჩვევა.
რესურსი:    დაფა,  ცარცი,   ძირითადი  და   დამხმარე   სახელმძღვანელო,   ტაბულა,   მიკროსკოპი,  ფოთლები
ორგანიზება:   ინდივიდუალური,   ჯგუფური
აქტივობა:  I.  საშინაო  დავალების   შემოწმება--2 წთ
                     II.   წინარე  ცოდნის  გახსენება---5 წთ
                     III.  ახალი  მასალის  წარდგენა----10წთ
                   IV. მიკროსკოპში       ფოთლის         უჯრედების      
                              დათვალიერება--5 წთ
                   V.   სავარჯიშოზე  მუშაობა  ჯგუფურად----10წთ
                  VI.   პრეზენტაცია----8წთ
                
                     VII.  საშინაო  დავალება---3 წთ
                    VIII.   შეფასება-----2 წთ

გაკვეთილის  მსვლელობა:
კლასის  ორგანიზების  შემდეგ   შევამოწმებ   საშინაო  დავალებას  შემდეგი   კითხვებით:
1.     რა  მნიშვნელობა  აქვს  ფოტოსინთეზს  ჩვენს  პლანეტაზე?
2.    როგორ  მიმდინარეობს ფოტოსინთეზის სინათლის  ფაზა?
3.    როგორ    მიმდინარეობს  ფოტოსინთეზის სიბნელის  ფაზა?
წინარე  ცოდნის  გახსენებისთვის   დავსვამ  შემდეგ  კითხვებს:
1.     ფოტოსინთეზი   რომელ  ცოცხალ  ორგანიზში  მიმდინარეობს?
2.    მცენარე   რას  შთანთქავს  და  რას  გამოყოფს       ფოტოსინთეზის  პროცესში?
3.    მცენარე  რას   შთანთქავს  და  რას  გამოყოფს   სუნთქვის  დროს?
4.    როდის  სუნთქავს  მცენარე   დღის  რომელ  მონაკვეთში?
5.    როდის  მიმდინარეობს  ფოტოსინთეზი?

ახალი  მასალის  წარდგენა ---მინი  ლექცია

ფოტოსინთეზის პროცესი და გლუკოზის გარდაქმა სხვა სახის ორგანულ ნივთიერებებად,ძირითადად,ფოთოლში მიმდინარეობს,მიუხედავად იმისა,რომ ქლოროფილს,ფესვის გარდა,მცენარის თითქმის ყველა ორგანო შეიცავს.ამის გამო ფოთოლს მცენარის სამზარეულოც შეარქვეს.ფოთოლი არაჩვეულებრივად არის შეგუებული მის ამ მეტად მნიშვნელოვან ფუნქციასთან-აქ დამზადებული საკვები ხომ არა მხოლიდ მცენარეებმა,არამედ მთელმა დანარჩენმა ცოცხალმა სამყარომ უნდა მოიხმაროს.
ფოთლის ფირფიტას დიდი ზედაპირი აქვს და თხელია,რათა სინათელემ ადვილად განჭოლოს.ფოთლის ზედა და ქვედა ზედაპირი დაფარულია წვრილი,სქელ კედლიანი,ერთმანთთან მჭიდროდ მიჯრილი უჯრედების ერთი შრით-ეპიდერმისით.ეს უჯრედები გამოყობს ცვილს,რომელიც იცავს ფოთოლს მიკრობების შეჭრისგან.ცვილი უფერულია და სინათლეს ადვილად ატარებს.ფოთლის ეპიდერმისის უჯრედებიც უფერულია.ისინი ქლოროპლასტებს არ შეიცავს.სინათლე,მათი გავლით ადვილად აღწევს ფოტოსინთეზის მთავარ ადგილამდე, ე.წ. მესრისებურ უჯრედებამდე.ეს თხელკედლიანი,ცილინდრული უჯრედები ეპიდერმისის პერპენდიკულარულად,მართლაც მესერივით არის განლაგებული.ისინი,მის ქვეშ მდებარე ღრუბელივით გაფანტულ უჯრედებთან შედარებით,დიდი რაოდენობით ქლოროპლასტს შეიცავენ.ძარღვების საშვალებით ფოტოსინთეზისთვის საჭირო წყალი და მინერალური ნივთიერებები მიეწოდება და ფოთოლში დამზადებული ორგანული ნივთიერებები სხვა ორგანოებში გადანაწილდება.მცენარეთა უმრავლესობის ქვედა ეპიდერმისში უხვადაა გაფანტული უამრავი უწვრილესი ხვრელი,რომელსაც ბაგის ხვრელს უწოდებენ.ბაგის ხვრელი ეპიდერმისის ორი სახეცვილი უჯრედითაა შემოსაზღვრული,რომლებსაც ხვრელის გახსნა  და დახურვა შეუძლია.ხვრელის გავლით ფოთოლში გარემოდან ჰაერი შედის და მესრისებურ და ღრუბლისებურ უჯრედებს ფოტოსინთეზისთვის საჭირო ნახშიროჟანგი მიეწოდება.
ასეთი აგებულების ფოთოლი კარგად არის შეგუებული სუნთქვის პროცესთანაც.ასევე,როგორც ყოველი ცოცხალი არსება,მცენარეც სუნთქავს.ბაგის ხვრელის გავლით ფოთოლში სუნთქვისთვის საჭირო ჟანგბადი აღწევს და წვის შედეგად წარმოქმნილი ნახშიროჟანგი ტოვებს მცენარის ორგანიზმს.ასე რომ,მცენარეში ერთდროულად ორი,ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პროცესი-სუნთქვა და ფოტოსინთეზი მიმდინარეობს.მცენარე სუნთქავს დღისითაც და ღამითაც,ფოტოსინთეზს კი მხოლოდ დღისით აწარმოებს.დღისით,სინათლეზე ფოტოსინთეზის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და მცენარის სუნთქვისას შთანათქმული ჟანგბადი ბევრად ნაკლებია მის მიერ ფოტოსინთეზის შედეგად წარმოქმნილთან შედარებით,ამიტომ ჰაერი ჟანგბადით მდიდრდება.სიბნელეში ფოტოსინთეზის პროცესი წყდება,ამიტომ მცენარეები ღამით სუნთქვისას ისევე აღარიბებენ ჰაერს ჟანგბადით,როგორც ადამიანები.

შემდეგ მიკროსკოპში დავათვალიერებინებ ფოთლის უჯრედულ აგებულებას.

სავარჯიშოზე მუშაობა ჯგუფურად: შეადარეთ ერთმანეთს სუნთქვისა და ფოტოსინთეზის პროცესი და გადაიტანეთ ცხრილში და წარმოადგინეთ პრეზენტაცია.
პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები გამოიტანენ დასკვნას,რომ სუნთქვა და ფოტოსინთეზი საწინააღმდეგო პროცესებია.
თვითშეფასება-ვიცოდი,რა გავიგე,რა მინდა ვიცოდე. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს წერილობით.

საშინაო დავალება: ფოტოსინთეზისა და სუნთქვის შედარება და სავარჯიშოები გვერდი 91

შეფასება:  შეფასების რუბრიკა თან ერთვის გეგმას 

Комментариев нет:

Отправить комментарий